კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა მარიამ ბოჭორიშვილმა და სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა მარიამ გელაშვილმა „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სტიპენდია მოიპოვეს.
10 ოქტომბერს, სტუდენტებს სტიპენდიის დამადასტურებელი სერტიფიკატები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ ხელმძღვანელმა როინ მიგრიაულმა გადასცეს.
„მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობით სტიპენდიაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა შერჩევა ორ ეტაპად განხორციელდა: კანდიდატთა მიერ გამოგზავნილი დოკუმენტების განხილვა და კონკურსანტთა შერჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: კანდიდატის აკადემიური მოსწრება; კანდიდატის სამართლის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა; კანდიდატის სამოტივაციო წერილი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება