12-13 ივლისს, კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის, სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.
კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: ეკა ბერაია - ამერიკათმცოდნეობის აკადემიური დოქტორი, გეოსტრატეგიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (კომისიის თავმჯდომარე); გიორგი მჭედლიშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; თამარ კიკნაძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი; მამია სურმავა - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი; ბესიკ ალადაშვილი - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი; ალიკა გუჩუა - კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის თანაშემწე.
სამაგისტრო ნაშრომები პროგრამის მოდულების მიხედვით, საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს ეხებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება