კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რჩეული სტუდენტი, მომავალი ექიმი, დედა, მეუღლე, მეგობრი, შვილი, კოლეგა ...
22 წელი მხოლოდ ციფრებია... ციფრები, რომელშიც სალომეს დედამიწისეული დროა მოქცეული... მან მოასწრო დაეწყო სიცოცხლე, ყველა ადამიანზე დაეტოვებინა თავისი განუმეორებელი ხიბლი, სილაღე, ადამიანურობა.... მოასწრო, თავად დამდგარიყო ადამიანთა სიცოცხლის სადარაჯოზე.... დაეცვა ისინი სიკვდილისგან.... და თავად გამხდარიყო სიკვდილის მსხვერპლი…
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი - ილია II ბრძანებს: „ამქვეყნიური ცხოვრება ღვთისგან მომადლებული ძვირფასი ნიჭია. ჩვენ კი ხშირად ვივიწყებთ მის ხანმოკლეობას, ხან წარსულზე ვდარდობთ, ხან მომავალს შევყურებთ დიდი იმედით და აწმყო ამ უნაყოფო დარდსა და ოცნებებში გადის“...
სალომემ მოასწრო ეცხოვრა.... დაეტოვებინა თავისი კეთილი კვალი დედამიწაზე..
გუშინ... სალომე გადავიდა ადამიანად არყოფნის სევდის მტკივნეულ გზაზე...
ნათელი გზა ნათელ გოგოს, რომელმაც გვასწავლა ვიცხოვროთ, გვიყვარდეს, გვახსოვდეს დღეით და ღირსეულად ვზიდოთ ადამიანად ყოფნისა და არყოფნის მძიმე ტვირთი...
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უსამძიმრებს სალომეს ოჯახს, ახლობლებსა, სტუდენტებს და იზიარებს მათ ტკივილს!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება