13 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტების ერთობლივი ორგანიზებით, საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „მომავლის სამუშაო ბაზარი: რა ელის თქვენს პროფესიას ტექნოლოგიურ სამყაროში?“.
სამართლის ასოცირებულმა პროფესორმა, ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მრავალპროფილური აკადემიის აკადემიკოსმა, სტივ ჯობსის ამერიკული აკადემიის დამფუძნებელმა საქართველოში, ბიზნეს ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა და „რუსთავი 2-ის“ სამართლებრივი რუბრიკის წამყვანმა თამარ კერძაიამ ლექციაზე მომავლის სამუშაო ბაზარი განიხილა.
სპიკერმა დეტალურად განმარტა ინოვაციური პროფესიების მნიშვნელობა და ყურადღება გაამახვილა მომავლის აქტუალურ პროფესიებზე, რომლებიც ძირითადად ტექნოლოგიურ განვითარებას უკავშირდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამართლის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტების პროფესორები, აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება