კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის ინიციატივითა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ჩართულობით, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს - საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უცხოელ სტუდენტთა რეკრუტირებისა და მომსახურების მიმართულებით - თამარ ნადირაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინატორი უცხოურ უნივერსიტეტებსა და სასწავლო-სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებით - სვეტლანა კირაკოსიანი შეხვდნენ.
დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, შეკრებილ სტუდენტებს, საუნივერსიტეტო გაცვლითი და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების, პროცედურებისა და ვადების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
სტუდენტებთან შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა გაცვლითი პროგრამების როგორც შინაარსობრივ, ასევე პროცედურულ და ტექნიკურ დეტალებზე, მათ შორის, ამა თუ იმ პროგრამაში მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებზე, მშობლიურ უნივერსიტეტში კრედიტების აღიარების საკითხსა და სააპლიკაციო დეტალებზე.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გაცვლითი პროგრამების გარდა სტუდენტებთან ისაუბრეს იმ შიდა საუნივერსიტეტო აქტივობებზეც, რომლებიც უშუალოდ კსუ-ში პარტნიორი უნივერსიტეტებიდან პროფესორებისა თუ სპიკერების ვიზიტსა და მათ მიერ ჩატარებულ საჯარო ლექციებს, ტრენინგებსა და სემინარებს გულისხმობს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება