სამართლის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული პროექტის - ,,საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების თავისებურებანი სისხლის სამართალწარმოების პროცესში’’ ფარგლებში, კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესტუმრნენ.
გამოძიების პროცესში ექსპერტების უნარ-ჩვევების გაცნობის მიზნით, სტუდენტები შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ესტუმრნენ , სადაც მათ დეპარტამენტის უფროსი, სერგო ძაგნიძე შეხვდა. მან სტუდენტებს დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკა გააცნო. კსუ-ს სტუდენტებმა ასევე დაათვალიერეს დეპარტამენტის შენობაში საექსპერტო ლაბორატორიები და მოინახულეს კინოლოგიური სამსახური. სამსახურის უფროსის მოადგილის, ზაზა ჯავახიშვილის ხელშეწყობით მოეწყო ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩატარების იმიტაცია.
შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში, დასკვნითი ღონისძიება (იმიტირებული პროცესი) 9 ნოემბერს, 18:30 საათზე 606 აუდიტორიაში გაიმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება