11 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე - ვაჟა ფანოზიშვილი და სამსახურის სხვა წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრაზე სამართლისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება მიეცათ ინფორმაცია მიეღოთ ანაზღაურებად სტაჟირებაზე, რომელიც აღნიშნულმა უწყებამ გამოააცხადა. სტუმრებმა დეტალურად გააცნეს სტუდენტებს აპლიკაციის შევსების პროცედურა და ყველა ის დეტალი, რომელიც ვაკანტური ადგილის დასაკავებლად არის საჭირო. პრეზენტაცია სტუდენტების სრული ჩართულობით წარიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება