6 მაისს, კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის პროსპექტუსების (კვლევითი პროექტის გეგმა) დაცვა გაიმართა.
კომისიის შემადგენლობაში იყვნენ კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ვახტანგ მაისაია; სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის თანაშემწე, კსუ-ს ასისტენტი - ალიკა გუჩუა; კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, პოლიტოლოგი - თამარ კიკნაძე; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, კსუ-ს ასისტენტი - ლევან ნიკოლეიშვილი; კსუ-ს ასოცირებული პროფესორი მაია კაპანაძე.
აღსანიშნავია, რომ კომისიის შემადგენლობაში ასევე წარმოდგენილი იყო პოლონელი პროფესორი, ბიზნესის და მეწარმეობის კოლეჯის ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი (ოსტროვეც-სვენტოკშისკი, პოლონეთი), კვლევებისა და სტრატეგიული ანალიზის ცენტრალური ევროპის ინსტიტუტის ხელმძღვანელი - პრჟემისლავ ფურგაში.
ასევე აღსანიშნავია, რომ პრჟემისლავ ფურგაშმა კსუ-ს სტუდენტებისთვის 24 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით ლექციათა კურსი - „ეკონომიკური ომის თეორია და გლობალური უსაფრთხოება“ წაიკითხა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება