საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორივე სასწავლო კორპუსში სველი წესით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
გარდა ზემოთ აღნიშნული სამუშაოებისა, უნივერსიტეტის შენობებში დამონტაჟდა ხელის სადენზიფექციო ხსნარით დამუშავებისთვის სპეციალური მოწყობილობები.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2017 წლიდან თანამშრომლობს ლიცენზირებულ კომპანიასთან, რომელიც წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით, წელიწადში რამდენჯერმე ახორციელებს სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინექციო სამუშაოებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება