„მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სტიპენდია დაენიშნათ სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს ეთერ ჩაჩუას და სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს რევაზ ბერულავას. ასევე, კონკურსით გამოვლენილი კანდიდატების გარდა, საადვოკატო ბიურო ,,მიგრიაული და პარტნიორების“ ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება ამჯერადაც, კონკურსგარეშე სტიპენდია დაუნიშნოს სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს თამთა ხარშილაძეს.