კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი შპს „თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის აცხადებს რიგგარეშე მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
♦ მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 40 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
♦ ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 30 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
♦ ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 30 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
♦ სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - 50 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - V წელს;
მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ იქნება გამოყენებული ელექტრონული პორტალი.
რიგგარეშე მობილობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ გამარტივებული წესით გაიარონ რეგისტრაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. კერძოდ, შესაბამისი ფაკულტეტის ელ-ფოსტაზე: info.business@ciu.edu.ge ან info.medgeo@ciu.edu.ge 1 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით გადმოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
ფოტოსურათის 3X4 ელექტრონული ვერსია;
სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.
რიგგარეშე მობილობა ხორციელდება სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დირექტორის 2020 წლის 26 ივნისის ბრძანება №1.1/64 -ის საფუძველზე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება