27 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ქ. თბილისის 69-ე, 113-ე და 177-ე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ, რომლებსაც უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ქიმიის სახელმძღვანელოს ერთ-ერთმა ავტორმა, ლია თევზაძემ უმასპინძლა.
მოსწავლეებმა ტუტემეტალების წყალთან რეაქციის ლაბორატორიული ცდები ჩაატარეს; გაეცნენ ეთილენის მიღებასა და მის თვისებებს; ჩაატარეს რამდენიმე ფერადი თვისებითი რეაქცია და გამოთქვეს ჰიპოთეზები შედეგების ასახსნელად, ექსპერიმენტის პარალელურად კი იხილეს ვიდეომასალა და თავიანთი შედეგები შეადარეს ლიტერატურაში არსებულს მასალას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება