17 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის ქეთევან მეფარიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: ,,გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლება“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია - სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო ხუნაშვილი, ოფიციალური რეცენზენტები კი - აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, პროფესორი მაია ცქიტიშვილი და სამართლის დოქტორი მარინე ჭყონია.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქეთევან მეფარიშვილს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება