საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2020 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორს, ბატონ მინდია უგრეხელიძეს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, სისხლის სამართლის ქართული სკოლის ფუძემდებლის, პროფესორ თინათინ წერეთლის სახელობის აკადემიური პრემია ნაშრომთა ციკლისათვის - „სამართლის ფილოსოფიის პრობლემატიკა“.
უნივერსიტეტი ულოცავს ბატონ მინდია უგრეხელიძეს ამ მნიშვნელოვან სამეცნიერო აღიარებას და უსურვებს წარმატებებს!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება