კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი მარია ვესოლოვსკა (Maria Wesolowska) სტუმრობს.
7 მაისს პროფესორმა CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები შემდეგ თემატიკაზე: „თავისუფლად მცხოვრები ამები და მათი გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე"; "ნიადაგის მეშვეობით გადამდები ჰელმინთები - კოსმოპოლიტური და ენდემური ინვაზიები"; „პარაზიტოლოგიაში გამოყენებული თანამედროვე ლაბორატორიული დიაგნოსტიკური მეთოდები"; „პარაზიტოლოგიურ დიაგნოსტიკაში ლაბორატორიული მეთოდების გამოყენება".
ვიზიტის ფარგლებში მარია ვესოლოვსკა შეხვდა CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგრნლებს. პროფესორს უმასპინძლა მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა მაგდა თორთლაძემ და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ნანა ჯანაშიამ.
აღსანიშნავია, რომ ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წლებია ნაყოფიერად თანამშრომლობენ, მათ შორის როგორც სტუდენტების, ასევე ადმისტრაციულ/აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა კი ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში გრძელდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება