კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ადმინისტრაციის ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ოფისში პროფესიული ტური მოეწყო.
პროფესიული ტური 3 მაისის, ნოტარიუსთა პროფესიული დღის აღსანიშნავად ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და ადგილზე დაკვირვებოდნენ სამუშაო გარემოს.
ტურის დასასრულს, ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებმა სტუდენტთა მოსაზრებები მოისმინეს და მათ კითხვებს უპასუხეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება