11 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე, „Erasmus +”-ით სამუშაო ვიზიტის ფარგლებში „ოსტროვიეცის ბიზნესისა და მეწარმეობის უნივერსიტეტის“ (პოლონეთი) ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ვიცე-რექტორმა და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, სტეფან სუშკამ და ასოცირებულმა პროფესორმა, მარიან ქიჩონიმ ჩაატარეს საჯარო ლექცია თემაზე - „პოლონეთის კრიზისების მართვის სისტემა“.
მომხსენებლებმა საჯარო ლექციაზე პოლონეთის კრიზისების მართვის სისტემის მოქმედების ძირითადი პრინციპები მიმოიხილეს, ყურადღება გაამახვილეს პოლონეთში კრიზისების მართვის სფეროში ერთიანი ნორმატიული კანონმდებლობის შექმნაზე, ასევე, ხაზი გაუსვეს საქართველოში კრიზისების მართვის სისტემის ჩამოყალიბებასა და პოლონეთის მონაწილეობას ამ სისტემის დანერგვაში.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. კსუ-ს პროფესორებმა და სტუდენტებმა პოლონეთის კრიზისების მენეჯმენტის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების საკითხებზე მომხსენებლებისგან დამატებითი ინფორმაცია მიიღეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება