მედიცინის ფაკულტეტზე მორიგი ვიზიტით პროფესორი, იმუნოლოგი დიდი ბრიტანეთიდან პიტერ ლიდიარდი იმყოფებოდა. იგი უკვე მეორე წელია კსუ-ს აფილირებული პროფესორია და აქტიურადაა ჩართული მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ აქტივობებში. ამჯერად მან ტრადიციულად ჩაატარა ლექციები და PBL სესიები მედიცინის ფაკულტეტის როგორც ინგლისურ, ასევე ქართულენოვანი სტუდენტებისთვის, გარდა ამისა, მან კსუ-ს აკადემიურ პერსონალს ჩაუტარა მორიგი ტრენინგი თემაზე "როგორ დაიწეროს PBL".
ბატონმა პიტერმა ვესტმენსტერის უნივერსიეტტისა და თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ნინა ფორაქიშვილთან ერთად ჩაატარა იმუნოლოგიური კვლევების დემონსტრირება.
კსუ-ს აფილირებული პროფესორს, პიტერ ლიდიარდს ასევე ჰქონდა საქმიანი შეხვედრები მედიცნის ფაკულტეტის დეკანთან. შეხვედრაზე დაიგეგმა მომდევნო ვიზიტის აქტივობები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება