11 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ეკოსისტემა “Voice of Generation“-ის წარმომადგენლებმა, ონლაინ სასწავლო აპლიკაცია “UNI-VOICE“-ის პრეზენტაცია გამართეს.
პრეზენტაციას უძღვებოდნენ ეკოსისტემა “Voice of Generation“-ის ტექნიკური დირექტორი ირაკლი კერესელიძე; პროექტების მენეჯერი ნინო მიქაძე; მრჩეველთა საბჭოს წევრი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორების კოორდინაციის სამსახურის უფროსი თათია როგავა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათი მოწვევა განხორციელდა კანცლერის მოადგილის, ნინო ჩუბინიძის ინიციატივით, რომელიც ამავდროულად “Voice of Generation“-ის მრჩეველთა საბჭოს წევრია.
ონლაინ სასწავლო აპლიკაცია ემსახურება საქართველოს უმაღლესი განათლების სტიმულიზაციას, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას, კომუნიკაციის გამარტივებასა და დროის ოპტიმიზაციას.
სასწავლო პროცესის მართვის ეკოსისტემა “UNI-VOICE“ აღჭურვილია შემდეგი ფუნქციებით: შეხსენების სისტემა; ავტომატური დასწრება; განრიგი/ცხრილი; სასწავლო მასალა; ქვიზი & ტესტი; საშინაო დავალება; უკუკავშირი; ავტომატური შესწორება. აპლიკაციით ასევე შესაძლებელია ლექციები როგორც ონლაინ ტრანსლირება, ასევე ჩანაწერის შენახვა, რომელიც დახურულ “youtube“ არხზე განთავსდება.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქართველოს მასშტაბით პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც აღნიშნულ სისტემაზე გადადის.
ეკოსისტემა “Voice of Genaration“-შექმნილია კომპანია “Guide-Tool“-ის მიერ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება