12 ივნისს, აღმასრულებელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ონლაინ ლექცია გაიმართა, რომელსაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის უფროსი, ნინო გოგელაშვილი უძღვებოდა.
ონლაინ ლექციაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: აღსრულების არსი და მიზანი; აღსრულების ეროვნული ბიუროს შექმნის ისტორია, სტრუქტურა და მუშაობის სპეციფიკა; გზა სტაჟირებიდან აღმასრულებლამდე; დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები და აღსრულების სისტემის ახალი მოწყობა, როგორც ახალი შესაძლებლობა.
ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება