26 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი ონლაინ ლექცია გაიმართა თემაზე: „როგორ დავწეროთ წარმატებული სამოტივაციო წერილი?“.
ონლაინ ლექციას სკაუტური მოძრაობის მსოფლიო ორგანიზაციის რესურსების მოზიდვის მენეჯერი, კრისტინა პიტალსკაია უძღვებოდა.
სპიკერმა კონკრეტული მაგალითების საფუძველზე ყურადღება გაამახვილა სამოტივაციო წერილის შედგენის ტექნიკაზე, საჭირო უნარ-ჩვევებსა და პოტენციურ დამსაქმებელთან / ორგანიზაციასთან ურთიერთობაზე.
ონლაინ ლექცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება