„ნატო და ევროკავშირი“ - კსუ-ში ვიქტორინა გაიმართა 18 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბმა ვიქტორინა - "ნატო და ევროკავშირი" - ჩაატარა. სტუდენტური ვიქტორინა ნატოს დღეების პერიოდში გაიმართა, რომელიც საქართველოში 3 ოქტომბრიდან თვის ბოლომდე გრძელდება.
ვიქტორინა ორი რაუნდისგან შედგებოდა, სადაც ინდივიდუალურად მოთამაშე სტუდენტებმა 15 შეკითხვას უპასუხეს, საპრიზო ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: 1 ადგილი - ირაკლი გაბელია (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი); 2 ადგილი - ლაშა-გიორგი სვინტრაძე (სამართლის ფაკულტეტი); 3 ადგილი - გიგა გოგუა და ბექა ჩომახია (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი).
გამარჯვებულები წიგნებითა და სასაჩუქრე პაკეტებით სეზონის ბოლოს დაჯილდოვდებიან.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება