14 ივნისს, კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა - „მოდი და დაათვალიერე საქართველო!“.
პროექტი ითვალისწინებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტებს გააცნონ საქართველოს სხვადასხვა კუთხე, გაუმარტივონ მათ ამ ადგილებზე სტუმრობა და დაეხმარონ დაგეგმონ მოგზაურობა ზაფხულის არდადეგების განმავლობაში.
პროექტის ხელმძღვანელია კსუ-ს მოწვეული პროფესორი, განათლების მეცნიერებების დოქტორი - ნინო თვალჭრელიძე. აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია კსუ-ს უცხოელ სტუდენტებში, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მონახულებისთვის და შესაბამისი კონტაქტები დაამყარეს პროექტის ავტორებთან, უახლოეს მომავალში კი კონკრეტული ტურებიც დაიგეგმება.
პტოექტის პრეზენტაციის დასასრულს, კსუ-ს ენების ცენტრმა პროექტის 11 მონაწილე, ბრიტანული საერთაშორისო სასწავლო ცენტრის (e.t.i) ინგლისური ენის ერთთვიანი მოსამზადებელი კურსით დაასაჩუქრა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება