25 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის მიმართულებით გაიმართა მოდელირებული თამაში თემაზე: „სახელმწიფოს მომავალი ლიდერები“.
ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას XI-XII კლასის მოსწავლეები იღებდნენ, მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის ლიდერობის, გადაწყვეტილების მიღების, გუნდური მუშაობისა და მოლაპარაკების უნარ-ჩვევების განვითარებას. ვორქშოპის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ძირითად პოლიტიკურ იდეოლოგიებს, ემსჯელათ სახელმწიფო მმართველობისა და ტერიტორიული მოწყობის ფორმებზე, მიეღოთ კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენლის როლი და გაეცვალათ მოსაზრებები საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე.
ღონისძიების სპიკერები გახლდათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ალიკა გუჩუა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, ასისტენტი გიორგი ფარეშიშვილი.
პროექტის ხელმძღვანელია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი მარინე უგულავა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება