მიღება გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე.
- მისაღები ადგილების რაოდენობა: 30;
- საბუთების მიღების ბოლო ვადა: 25 მარტი. საბუთები მიიღება სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატში ან ელექტრონულ ფოსტაზე: info.social@ciu.edu.ge;
- წარმოსადგენი საბუთები: პირადობის მოწმობის ასლი; ფოტოსურათი 3x4; უცხოეთში მიღებული საბაკალავრო საფეხურის დიპლომი ან უცხოეთში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შიდა გამოცდები: ტესტირება ინგლისურ ენაში (B2) - 26 მარტი, ტესტირება სპეციალობაში - 27 მარტი;
- სწავლის დაწყების თარიღი: 29 მარტი.
შენიშვნა: საგამოცდო ეტაპების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, ჩარიცხვა მოხდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში;
პირველი ნაკადის სტუდენტებისთვის სწავლა სრულად დაფინანსებულია.