18 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს „ქი ქონსალთინგს“ (Key Consulting) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმების ფარგლებში „ქი ქონსალთინგი“ უნივერსიტეტში განახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს (პროექტები, ფორუმები, მასტერკლასები, ტრენინგები); უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩართავს ბიზნეს საკონსულტაციო საქმიანობაში; უნივერსიტეტის ბაზაზე იფუნქციონირებს ლიდერთა სკოლა (13-17 წლის ახალგაზრდებისთვის); სტუდენტებს გაატარებს სტაჟირებას, ასევე, საგანმანათლებლო პლატფორმისთვის უნივერსიტეტის სივრცეში ჩაწერს ვიდეო მასალას.
მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და „ქი ქონსალთინგის“ დირექტორმა, ლია ოხანაშვილმა მოაწერეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება