16 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი საფფეთ ბაირაქთუთანი ესტუმრა, რომელსაც უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, რექტორი კახაბერ კორძაია, კანცლერის მოადგილე ნინო ჩუბინიძე და მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭალაგანიძე შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა მხარეებმა უნივერსიტეტების საქმიანობის შესახებ ისაუბრეს, გაუზიარეს ერთმანეთს ინფორმაცია და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს, რაც სარგებლობას მოუტანს ორივე უნივერსიტეტს შემდგომ საქმიანობაში.
შეხვედრის ბოლოს საფფეთ ბაირაქთუთანმა დაათვალიერა კსუ-ს მატერიალურ ტექნიკური ბაზები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება