კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ქართულენოვანი პროგრამების სტუდენტთა საყურადღებოდ!
2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 15 ოქტომბრის ბრძანების შესაბამისად) კლინიკებსა და კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში განახლდა პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში შესაბამისი მითითებების და რეკომენდაციების დაცვით.
დეტალური ინფორმაცია და სასწავლო კურსების გრაფიკი გეცნობებათ ინდივიდუალურად
ელექტრონული სისტემის „გონი“ საშუალებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ლაბორატორიულ და კლინიკურ სასწავლო კურსებში კრედიტის მინიჭება ვერ მოხდება, თუ სტუდენტი არასაპატიო მიზეზით გააცდენს მეცადინეობებს. საპატიოდ მიიჩნევა და ინდივიდულურად ექნება საგნის გავლის შესაძლებლობა სტუდენტს, რომელიც დაავადებულია ახალი კორონავირუსით, იმყოფება კარანტინში/თვითიზოლაციაში ან იმყოფება კოვიდ კლინიკაში/სასტუმროში სამედიცინო პერსონალის დატვირთვით და წარმოადგენს ამის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება