მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა
5 დეკემბერს, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანის - ლალი მეკოკიშვილის მოწვევით ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ფაკულტეტის არჩეული აკადემიური პერსონალი და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომაზე ლალი მეკოკიშვილმა 2019 წელს დაგეგმილი აქტივობების ფაკულტეტის ბიუჯეტში ასახვისა და სწავლისა და სწავლების ორგანიზების საკითხები განიხილა.
დამსწრე საზოგადოებასთან 2019 წელს დაგეგმილი სიახლეებისა და ინიციატივების შესახებ ისაუბრა, კსუ-ს კანცლერის მოადგილემ ნინო ჩუბინიძემ. მისი თქმით, უნივერსიტეტი აქტიურად იწყებს მუშაობას თითოეულ ფაკულტეტსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მიმართულებით, უახლოეს მომავალში ასევე გაიხსენება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საკვირაო სკოლაც.
მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე, ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა - სოფიო კასრაძემ, დამსწრე აუდიტორიას წარმოუდგინა 12-16 ნოემბრის ჩათვლით, ’’ERASMUS+-ის“ პროფესორთა მობილობის პროგრამის ფარგლებში, ესპანეთში, ალკალას უნივერსიტეტში თავისი მივლინების ანგარიში, სადაც დეტალურად იყო გაწერილი თითოეული სამუშაო დღის პროგრამა და გამოწვევები.
ფაკულტეტის საბჭოსთან მოხსენებით წარსდგა მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორი - ნინო სიხარულიძე, რომელმაც სწავლების პროცესის მონიტორინგის საკითხები მიმოიხილა.
შეგახსენებთ, რომ მედიცინის ფაკულტეტის დეკანისა და პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრა პერმანენტულად ხორციელდება.
5.12.2018 მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა