კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: კახაბერ კორძაია -კსუ-ს რექტორი; მარინა გედევანიშვილი -კსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; სესილი გოგიბერიძე -კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; ნინო მინდიაშვილი - კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე; რასულ ესლამი - საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს დროებითი რწმუნებული; ჰამიდ მოსტაფავი - საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში.
კონფერენცია 8 სექციისგან შედგება: საერთაშორისო ურთიერთობები; ჟურნალისტიკა; სამართალი; ბიზნესი; მედიცინა; მევენახეობა-მეღვინეობა; ირანისტიკა; მომავალ სტუდენტთა სექცია (მოსწავლეები).
კონფერენციის მუშაობაში 120-მდე მომხსენებელია ჩართული, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.