28 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში გაიმართა მასტერკლასი თემაზე: „პირველი ნაბიჯები ვებ-დიზაინის სამყაროში“.
მასტერკლასზე, რომელშიც მონაწილეობას XI-XII კლასის მოსწავლეები იღებდნენ, მსმენელები გაეცნენ ვებ-ტექნოლოგიების საფუძვლებს, პროგრამირების ენებს, მობილურ აპლიკაციებს, მონაცემთა ბაზებს, ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს (AI), დიზაინსა და პროტოტიპირებას.
მასტერკლასს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი კაკაშვილი უძღვებოდა.
ღონისძიების დასასრულს მასტერკლასის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
პროექტის ხელმძღვანელია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი მარინე უგულავა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება