3 ივლისს, კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების პრაქტიკის ანგარიშის დაცვა გაიმართა. სტუდენტებმა მოხსენებებში აღწერეს 15 კვირის მანძილზე საჯარო თუ კერძო სექტორში განხორციელებული პრაქტიკული საქმიანობის ძირითადი ნიუნსები.
პრაქტიკის ანგარიშის დაცვის კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: ასოცირებული პროფესორი, პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე (კომისიის თავმჯდომარე); საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ვახტანგ მაისაია; სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის თანაშემწე ალიკა გუჩუა (კომისიის მდივანი); ასისტენტი ლევან ნიკოლეიშვილი.
დაცვას სტუდენტებთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ პრაქტიკის მენტორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ 12-13 ივლისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა იგეგმება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება