2020 წლის 10 თებერვალს, ავთენტური ღვინის მოყვარულები, ესპანეთის დედაქალაქში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ რადიკალური ღვინის გამოფენას.
ამჯერად 35 მარანი და კომპანია დაიცავს საკუთარი ღვინის ტერიტორიულ წარმომავლობას, საქართველო კი ფესტივალზე წელს პირველად
წარსდგება სტუმარი ქვეყნის სტატუსით.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარანი „კოლხი“ და „იწის'“ მარანი პროფესიონალი სომელიების, მედია საშუალებებისა და დეგუსტატორების
წინაშე წარადგენენ ქვეყანას, რომელიც მიჩნეულია ღვინისა და მევენახეობის აკვნად, ვაზის კულტურის უძველეს კერად.
„არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს, რომ ღვინის კულტურა სათავეს იღებს საქართველოში. ქართული ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგია 8000 წელს ითვლის.
ქვევრის ღვინის წარმოების უძველეს ტექნოლოგიას დღესაც აქტიურად იყენებენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ახალმა თაობებმა, როგორც
ესპანეთში, ასევე მთელ მსოფლიოში დაიწყეს ქვევრის ღვინის წარმოების ტექნოლოგიების გამოყენება, თუმცა საქართველოს, როგორც ღვინის
სამშობლოს სტატუსის მქონე ქვეყანას, გლობალური კონკურენციის პირობებში, მეტი პოპულარიზაცია ესაჭიროება“ - წერს ესპანური საინფორმაციო
გამოცემა - “Gastroactitud“.
ღონისძიების ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაციის პროცესს, ქართული მარნების წარმომადგენლებთან ერთად გაუძღვებიან მაგისტრი სანტი რივასი და
ცნობილი ჟურნალისტი გასტრონომიისა და ღვინის დარგში ფედერიკო ოლდენბურგი. ისინი მიწვეულ მედია საშუალებებსა და კომპანიებს ქართული
ღვინის სახეობებს გააცნობენ.
ღონისძიების ბოლოს, ჟიურის მიერ ტრადიციულად გამოვლინდება „რადიკალური პრემიის“ მფლობელი მარანი, რომელიც განსაკუთრებულად
იცავს საკუთარი ვენახის თვითმყოფადობას, მრავალფეროვნებასა და ავთენტურობას - „რადიკალური ღვინის” კონცეფციის მთავარ პრინციპებს.
ღონისძიების ადგილმდებარეობა: მადრიდის არქიტეტქორთა ოფიციალურ კოლეჯი/ COAM (COLEGIO OFICIAL DE ARQUITECTOS DE MADRID).
მისამართი: C/Hortaleza,63.Madrid.Spain.
ღონისძიების ორგანიზატორები: ესპანეთის მხრიდან: SINDICATO DEL
GUSTO . საქართველოს მხრიდან:კავკასიის სავაჭრო სახლი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ესპანური ენისა და კულტურის ცენტრი - Iberia.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება