8 ნოემბერს, „ბანკირის დღესთან“ დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან „ლიბერთი ბანკის“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
„ლიბერთი ბანკის“ HR დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ბანკის მისიასა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ასევე სტუდენტებს გააცნეს სხვადასხვა ვაკანსიები და დასაქმების პერსპექტივები, სადაც კანდიდატთა შერჩევა ინოვაციური მეთოდების გამოყენებით ხდება.
საინფორმაციო შეხვედრა კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურისა და ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის თეა ლაზარაშვილის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება