1-7 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ლალი მეკოკიშვილი ერასმუს+ ფარგლებში, პოლონეთში, ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი, დერმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იაცეკ შჩეპეტოვსკი, რომელიც ორჯერ ესტუმრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, პირადად იყო ჩართული ლალი მეკოკიშვილის სამუშაო პროგრამის შედგენაში. დეკანი ასევე შეხვდა ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, ფარმაციის ფაკულტეტის ვიცე-დეკანს, საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს, ერასმუსის ოფისისა და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს. ლალი მეკოკიშვილის განცხადებით, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სიმულაციური ცენტრი, აღჭურვილი უახლესი სიმულატორებით, ანატომიის დეპარტამენტი მუზეუმით და თანამედროვე ბიბლიოთეკა. ინფორმაცია ვიზიტის შესახებ ასევე შეგიძლიათ იხილოთ ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
https://www.umed.wroc.pl/…/wizyta-dziekan-caucasus-internat…
ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟულია პოლონეთის სამედიცინო სკოლებს შორის. ლალი მეკოკიშვილმა უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერა უნივერსიტეტის ყველა კამპუსი, კლინიკური უნარების ცენტრი, ანატომიის დეპარტამენტი, ანატომიის მუზეუმი, ბიბლიოთეკა, საუნივერსიტეტო კლინიკა, ფარმაციის ფაკულტეტი ლაბორატორიებით დადერმატოლოგიის დეპარტამენტი, სადაც ჩატარდა მისი ლექციები ექიმებისთვის, რეზიდენტებისა და სტუდენტებისთვის.
„ყველაზე შთამბეჭდავი იყო სიურპრიზი, რომელიც დამახვედრეს ჩასვლისას - უნივერსიტეტის სენატის გადაწყვეტილებით მომენიჭა ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის უმაღლესი საპატიო ტიტული: საპატიო ოქროს მედალი (Golden Badge of Honor of Wroclaw Medical University), რომელიც პირადად რექტორმა გადმომცა ჩემი ლექციების დაწყების წინ. ჩემი საუნივერსიტეტო აქტივობების პარარელურად იაცეკის თხოვნით მქონდა 2 მოხსენება პოლონეთის დერმატოლოგთა ასოციაციის კონგრესზე (700 მონაწილე), სადაც ვიყავი ერთადერთი მიწვეული საერთაშორისო სპიკერი.“ - განაცხადა ლალი მეკოკიშვილმა.
ცნობისთვის, ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტი მეორე ადგილზეა მოგებული ერასმუსის პროექტებით ევროპაში. მათი ძალიახმევით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩართულია შემდგომ პროექტშიც, რაც საშუალებას იძლევა კსუ-ში ვროცლავიდან ერთი აკადემიური პერსონალის ჩამოსვლის, ხოლო კსუ-დან ერთი აკადემიური პერსონალისა და ერთი სტუდენტის წასვლის.
გარდა ერასმუსის პროექტისა, უნივერსიტეტებს შორის დადებული ბილატერალური თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი კვლევა, რაც მაღალ იმპაქტიან სამეცნიერო ჟურნალებში პუბლიკაციის გამოქვეყნების შესაძლებლობაა. ასევე იგეგმება უნარების ცენტრის ხელმძღვანელის მოწვევა, ცენტრებს შორის კოოპერაციის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
ასევე, ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტი მზადაა ამავე თანამშრომლობის ფარგლებში მიიღოს კსუ-ს ადმინისტრაციის წევრი/სტუდენტი და უზრუნველყოს ისინი განთავსებით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება