კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ევროპის უნივერსიტეტებთან ერთად, ფართომასშტაბიან საერთაშორისო კვლევაში -,,ევროსტუდენტი VII’’ - აქტიურად ჩაერთო.
„ევროსტუდენტი“ არის ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევა, რომელიც შეისწავლის ევროპის უნივერსიტეტების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ცხოვრების პირობებს და სწავლის თავისებურებებს. აღნიშნული კვლევის ჩატარება 1990-აინ წლებში დაიწყო, საქართველო კი მას 2014 წელს შეუერთდა პილოტური ქვეყნის სტატუსით.
საერთაშორისო კვლევას კოორდინირებას უწევს ევროსტუდენტის კონსორციუმი, რომელსაც ხელმძღვანელობს უმაღლესი განათლების კვლევისა და მეცნიერების შესწავლის ცენტრი (DZHW) (იხ. www.eurostudent.eu)
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან პროექტს ხელმძღვანელობს კსუ-ს მარკეტინგული კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი თათია ბრეგვაძე.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ელექტრონულ მისამართზე: tatia.bregvadze@ciu.edu.ge
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება