13 თებერვალს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ფორუმი - „აღმოსავლეთ პარტნიორობა და ვიშეგრადის ქვეყნები დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ - გაიმართა. ღონისძიება, ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა, ისაუბრეს დეზინფორმაციის წინააღმდეგ არსებულ ეფექტიან მეთოდებზე და მიმოიხილეს თანამედროვე მედიის წინაშე არსებული გამოწვევები.
„სამოქალაქო განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტისა“ (CDRI) და „ქართულ-ევროპული ინსტიტუტის“ ორგანიზებით გამართულ ფორუმში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან მონაწილეობა ალექსანდრე რუსეცკიმ, ოლგა დოროჰინამ და მაია ურუშაძემ მიიღეს. (ა. რუსეცკი - კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; კსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი; ო. დოროჰინა - კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელის მოადგილე; მ. ურუშაძე - კსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი).
აღსანიშნავია, რომ კსუ-ს წარმომადგენლებმა ფორუმის ფარგლებში სამეცნიერო კონტაქტები დაამყარეს ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, მოლდოვისა და პოლონეთის წამყვან კვლევით ცენტრებთან:
ასევე, მოხდა ურთიერთობების დამყარება და განვითარება საქართველოში მოქმედ კვლევით-ანალიტიკურ ცენტრებთან, უახლოეს მომავალში კი კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიაში, „კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით იგეგმება საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება - „ეუთოს რეგიონი: საინფორმაციო-ფსიქოლოგიური საფრთხეები და უსაფრთხოების პოლიტიკის სუსტი რგოლები“.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება