ქართულ საგანმანათლბლო სფეროში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის მიზეზი კი გახლავთ ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებში სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ ამერიკული მაგისტრის ხარისხი.
უნივერსიტეტმა ხსენებული შეფასება ამერიკელი ექსპერტის, ქეროლაინ ბრონშტეინისგან მიიღო, რომელიც მედია სივრცეში ძალიან წონადი ფიგურაა. იგი მედისონის უნივერსიტეტის (აშშ) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია და მისი კვლევები დიდ როლს თამაშობს მედია-კინოს, ფემინისტური მედიის ისტორიის, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის შესწავლის საკითხში.
სამაგისტრო პროგრამის ამერიკულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით, კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტის სოციალურ-მეცნიერებათა ფაკულტეტის პროგრამის ხელმძღვანელს, ბატონ ზაზა ცოტნიაშვილს გავესაუბრეთ, რომელმაც დეტალურად გვიამბო პროგრამის უპირატესობების შესახებ.
„ჩემი აზრით, ამერიკული შეფასება ყველაზე დიდი მიღწევაა პროგრამისთვის, რაც შეეხება თავად პროგრამას, მისი შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ დაიბადა, როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ მოთხოვნა მარკეტინგულად არის ისეთ ჟურნალისტებზე, რომლების თანაბრად კარგები არიან ციფრულ მედიასა და მულტიმედია სისტემებში.
შესაბამისად მათთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია გააჩნდეთ გარკვეული კვლევის უნარი და იყვნენ კვალიფიციურები. მაგალითად ჟურნალისტი, რომელიც აშუქებს პოლიტიკურ ნიუსს, ზედმიწევნით კარგად უნდა ერკვეოდეს პოლიტიკაში, ჩვენ დავინახეთ, რომ ასეთი მიდგომა საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს და გადავწყვიტეთ შეგვექმნა უნივერსალური პროგრამა, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა, რადგან მასში ჩართულები არიან მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანები“
ბატონი ზაზას თქმით პროგრამა გათვლილია ორ წელზე და იგი ითვალისწინებს შემდეგი საგნების შესწავლას:
„რამდენიმე დღის წინ ქეროლაინ ბრონშტეინისგან მივიღეთ ამ პროგრამის შეფასება, რომელშიც იგი ხაზს უსვამს მის ამბიციურობას“
„ჩვენ შეთავაზებული გვაქვს სფეროები, ანუ ჟურნალისტი რომელსაც სურს დასპეციალდეს პოლიტიკური საკითხების გაშუქებაში გაივლის ერთ ბლოგს, რომელიც მას დაეხმარება ამ კუთხით განვითარებაში. არის მიმართულება აგრარული მეცნიერების განხრით, თუ ჟურნალისტს სურს ხსენებული კუთხით განვითარება, იგი საკმაოდ მარტივად აიღებს მისთვის განკუთვნილ ბლოგს, ასევე გვაქვს ეკონომიკისა და ბიზნესის მოდული.
„ქეროლაინი ამ ყველაფერს ჩვენს ძლიერ მხარედ თვლის, იგი აღნიშნავს რომ ასეთი მრავალმხრივობა რამდენადაც მნიშვნელოვანი იმდენად საპასუხისმგებლოა, მან გამოთქვა დიდი იმედი იმისა, რომ ჩვენ შედეგზე გავალთ, რადგან ეს ნამდვილად არ იქნება მარტივი“
ბატონი ზაზა რამდენიმე თვის წინ მედია-განათლების პროგრამით ჩიკაგოში იმყოფებოდა, სადაც მისი თქმით თანამედროვე მედიის გრანდებთან შეხვედრით ძალიან კარგი გამოცდილება მიიღო, სწორედ აქიდან გაჩნდა ამერიკულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის სურვილი.
ამრიგად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქართულ საგანმანათლებლო ინდუსტრიაში გახდა პირველი, რომელმაც მიიღო სამაგისტრო პროგრამის ამერიკული ექსპერტიზა. საინტერესოა ისიც, რომ ამგვარი უპირატესობით არამარტო ქართული, არამედ ევროპაში მდებარე უნივერსიტეტების უმეტესობაც ვერ სარგებლობს.
ავტორები: სოფო ძნელაძე, ლევან ვარდოსანიძე
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება