30 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელის მარინა კვაჭაძისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, თბილისის უზენაეს სასამართლოში კსუ-ს სტუდენტების გასვლითი ტური გაიმართა.
სტუდენტები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს მზია თოდუას შეხვდნენ, რომელმაც სტუდენტებს უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირება, უზენაესი მოსამართლისა და წევრების მუშაობის სპეციფიკა გააცნო, შემდეგ კი მათ კითხვებს უპასუხა.
ტურის ფარგლებში სტუდენტებმა უზენაესი სასამართლოს ტექნიკური სხდომათა დარბაზი და მუზეუმი მოინახულეს, ასევე ნახეს დოკუმენტური ფილმი - „სასამართლოს აგების ისტორია“. შეხვედრის დასასრულს კსუ-ს სტუდენტებს საჩუქრად „ბავშვის უფლებების განმარტების ლექსიკონი“ გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება