კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ნიკოლოზ ყალიჩავა და მირიან სილაგაძე, რომლებიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში (კაუნასი, ლიეტუვა), 25 სექტემბერს, ქ. უტენაში მიწვეული იყვნენ საქართველოს კვირეულზე, რომელიც ევროპის კვირეულის ფარგლებში მოეწყო.
ღონისძიებაზე სტუდენტებმა საჯარო ლექცია წაიკითხეს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ, ასევე ლიეტუველებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სასწავლო პროგრამები, სტუდენტური ცხოვრება და საუნივერსიტეტო მიღწევები გააცნეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება