12 ნოემბერს, ადვოკატთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ იმყოფებოდნენ.
შეხვედრაზე „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ასათიანმა და ორგანიზაციის წევრებმა სტუდენტებს გააცნეს ასოციაციის მუშაობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები.
დასასრულს, სტუდენტებს საჩუქრად ჟურნალები გადაეცათ, რომელიც ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილესთვის დამზადდა.
შეხვედრა კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება