კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტის სტუდენტები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ახალგაზრდობის პოლიტიკისა მართვის დეპარტამენტის უფროსს - ნუგზარ კანდელაკსა და ამავე დეპარტამენტის უფროს სპეციალისტს - შორენა შიუკაშვილს - „ახალგაზრდობის პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამისა“ და სახელმძღვანელო ,,აირჩიე პროფესიის“ - პრეზენტაციის ფარგლებში შეხვდნენ.
ახალგაზრდობის პოლიტიკისა მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი - შორენა შიუკაშვილი, სტუდენტებს კარიერის სწორად დაგეგმვისა და პროფესიის საკითხების შესახებ ესაუბრა. მან სწორედ პროფორიენტაციის საკითხებზე შექმნილი ვებ-გვერდის : myprofession.gov.ge-ს პრეზენტაცია გამართა და სტუდენტებს სასარგებლო ბმულები და ინფორმაციული რესურსები უჩვენა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, მომზადებული და ატვირთულია 95 ვიდეო რგოლი, სადაც სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, თავის არჩევანზე, პროფესიის გამოწვევებზე, სირთულეებსა და დადებით ფაქტორებზე მსჯელობენ.
ვებ-გვერდზე ასევე ხელმისაწვდომია პროფესიული გადაწყვეტილების მიღებისა და პიროვნების საკვლევი კითხვარი, ასევე ჰოლანდის თვითსაკვლევი.
შეხვედრაზე, შორენა შიუკაშვილმა კარიერული კონსულტაციის პირველი სახელმძღვანელო, გზამკვლევი ,,აირჩიე პროფესიაც“ წარუდგინა სტუდენტებს. სახელმძღვანელო განკუთვნილია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთათვის, ასევე მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ აურჩევია პროფესია, ან სურს მისი შეცვლა.
ახალგაზრდობის პოლიტიკისა მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, გზამკვლევი სტუდენტებსა და კსუ-ს ბიბლიოთეკასაც უსახსოვრეს.
შეხვედრაზე განხილულ საკითხებსა და ინტერნეტ-რესურსებთან მარტივად წვდომისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ლინკზე: http://myprofession.gov.ge/
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება