ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა ლალი მიქელაძემ, პირველკურსელთათვის სასწავლო დისციპლინის ფარგლებში - „ტურიზმის საფუძვლები“ ლექცია -სემინარი ფორაქიშვილების დარბაზში ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ ეს ლოკაცია თბილისის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. ავლაბრის უბანში, ძველ ქართულ- ხალხურ საცხოვრებელ სახლში დღემდეა შემორჩენილი უნიკალური ე.წ დარბაზი, რომელიც ფორაქიშვილების ოჯახს ეკუთვნოდა.
გასვლით-პრაქტიკული ხასიათის სემინარის - „ქალაქი სადაც კვლავ დაბრუნდებით“ დასასრულს სტუდენტებმა მუსიკალური ნომრებიც შეასრულეს.
პროგრამის ხელმძღვანელმა - ლალი მიქელაძემ სტუდენტებისათვის , ძველ თბილისში პროფესიული ტურიც ჩაატარა, რომლის დროსაც ისტორიულ-კულტურული ძეგლები მეტეხი, სიონი, ფერისცვალების მონასტერი, დარეჯან დედოფლის სასახლე, თბილისის ჯუმა მეჩეთი, ანჩისხატის ეკლესია და ტურისტული ღირსშესანიშნაობანი: აბანოთუბანი, ლეღვთახევი, სუვენირების „გვირაბი“ და ახლადგახსნილი მუზეუმი აბანოთუბანში - მოინახულეს. სტუდენტებს, საინფორმაციო ტური ჩაუტარდათ სასტუმრო „ მეფე გორგასალშიც“.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება