14-19 ივლისს, კსუ-ს სტუდენტები ვენასა და ბრატისლავაში, ეუთოს საზაფხულო სკოლაში მიიღებენ მონაწილეობას.
საზაფხულო სკოლაში ერთვებიან კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები - ეთერ ხანჯალიაშვილი, ანა დანელიანი და ელენე ვდოვიჩენკო.
აღსანიშნავია, რომ ეთერ ხანჯალიაშვილი პოლონეთში, კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით იმყოფება.
აუთოს მიერ დაფინანსებულ საზაფხულო სკოლაში ასევე მონაწილეობას მიიღებს კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი - რუსუდან ფუხაშვილი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება