5 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, რომელიც საგანმანათლებლო-შემეცნებით ხასიათს ატარებდა, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურის, პალატების საქმიანობისა და პროცესების მიმდინარეობის შესახებ, შემდეგ კი სასამართლოს შენობა და სხდომათა დარბაზები დაათვალიერეს.
სააპელაციო სასამართლოს ტური კსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის პრაქტიკული სწავლების კომპონენტის გაძლიერებას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება