კსუ-ს პროფესორთა და დოქტორანტთა სამეცნიერო ნაშრომები
გამოქვეყნდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკანისტიკის სამეცნიერო პერიოდული მე-12 გამოცემა, რომელიც აერთიანებს ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო კვლევის საკონფერენციო მასალებს.
აღსანიშნავია, რომ გამოცემაში შესულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორთა და დოქტორანტთა ნაშრომები:
- ვახტანგ მაისაია, ალიკა გუჩუა - „სტრატეგიული უსაფრთხოების დილემის გეოპოლიტიკა და მისი შედეგები ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის - ნატოს თანამედროვე ბირთვული პოლიტიკის განზომილება“;
- გიორგი ზვიადაძე, მაგდა ბესელია - „პოსტ-სეკულარული საერთაშორისო ურთიერთობები და რელიგიური ამბოხების ფენომენი: მითი და რეალობა“;
- კობა კობალაძე, ბექა მანაგაძე - „ჩინეთის გეოპოლიტიკური კოდი და მისი იმპლემენტაციის მექანიზმები ცვალებად გლობალური უსაფრთხოების გარემოში“;
- ეკატერინე ლომია - „აშშ-საქართველოს ურთიერთობების ძირითადი მახასიათებლები: მოკავშირეობა და სტრატეგიული პარტნიორობა“;
- თორნიკე ზედელაშვილი - „კიბერ-ომის ფენომენის ასახვა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიებში: მითი და რეალობა ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე“.
მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ სრული ნაშრომები - (PDF)