კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს პარტნიორ კომპანია - SYSTEM CORP-ს Microsoft-ის მიერ ორგანიზებული პროგრამის, AI Guardian-ის ფინალში გასვლას, სადაც მსოფლიოს მასშტაბით შერჩეულ 5 გუნდს შორის მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია SYSTEM CORP, რომელიც ხელოვნული ინტელექტისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით საქმიანობს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან მემორანდუმის საფუძველზე 2019 წლის 1 მარტიდან თანამშრომლობს. მემორანდუმი უნივერსიტეტში თანამედროვე კიბერ-ტექნოლოგიური მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას, განვითარებასა და არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობის ზრდას გულისხმობს.
პროექტი, რომლითაც SYSTEM CORP-ის გუნდმა Microsoft-ის ექსპერტების ყურადღება მიიქცია, ხელოვნური ინტელექტის განათლების მიმართულებით გამოყენებას ეხება. კერძოდ, სმენადაქვეითებულებისთვის საუნივერსიტეტო განათლების მიღების შესაძლებლობის მიცემას.
პროექტის, სახელწოდებით Echo უნიკალურობა იმაშია, რომ ის რეალურ დროში გარდაქმნის საუბარს ტექსტად და პირიქით, ტექსტს საუბრად. შესაბამისად, ტექნოლოგია მნიშვნელოვანია არამხოლოდ სმენადაქვეითებული პირებისთვის, არამედ, უსინათლოებისთვისაც.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება