5 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრში, სტუდენტების მიერ მომზადებული რადიო-ფილმების პრემიერა შედგა, რომელსაც კანცლერი - ვახტანგ წივწივაძე, რექტორის მოადგილე - მარინა გედევანიშვილი, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი - ზაზა ცოტნიაშვილი და მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭალაგანიძე ესწრებოდნენ.
რადიო-ფილმების მომზადება უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, ორთვიანი ტრენინგის ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც სოფიო კიკვაძე და ნინო ჭალაგანიძე უძღვებოდნენ.
ტრენინგი „რადიო, როგორც მულტიმედია რესურსი“ 2 აპრილიდან 2 ივნისამდე გაგრძელდა, რომელიც 3 ეტაპს მოიცავდა: „მეტყველების კურსი“; „ტექსტის მომზადება, ჩაწერა და ინტონაციებზე მუშაობა“; „მუშაობა რადიო-დოკუმენტალისტიკაში და რადიო-ფილმების მომზადება“.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტიკის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტის, თინათინ მკალავიშვილის რადიო-ფილმის „კენჭების“ ჩვენების შემდეგ, კსუ-ს კანცლერის, ვახტანგ წივწივაძის გადაწყვეტილებით, ფილმის პერსონაჟი ელენე ლუხუტაშვილი 1000 ლარით დაფინანსდა.
ღონისძიების დასასრულს ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება