ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ მოხალისეთა ჯგუფს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის 12 სტუდენტი შეუერთდა. სტუდენტები თბილისის, გურჯაანის, რუსთავის, მცხეთის, ზუგდიდისა და გორის სამედიცინო კლინიკებში გადანაწილდებიან, სადაც ისინი ექიმებს დაეხმარებიან პაციენტთა შესახებ მონაცემების შეყვანაში, ასევე, ცხელ ხაზზე სატელეფონო კონსულტაციებს გასცემენ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ჩვენს მოხალისე სტუდენტებს გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო და პროფესიული პასუხისმგებლობისთვის, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჯანდაცვის სისტემის შეუფერხებელი მუშაობისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისთვის.
ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსი 110 ადამიანს დაუდასტურდა, 21 კი გამოჯანმრთელებულია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება