15 მაისს, სტუდენტური პრაქტიკის ფარგლებში, კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტები საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ.
სასწავლო-შემეცნებითი ტური „ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ (ხელმძღვანელი - ლაშა ბოდაველი) ორგანიზებით გაიმართა, სადაც სტუდენტები პრაქტიკას გადიან.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა საქართველოს პარლამენტის ინფრასტრუქტურა მოინახულეს და საქმიანობის სპეციფიკას გაეცნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება